ტრენინგის მეექვსე დღეს პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე. ასევე გავეცანით სასწავლო პროცედურების გაწერას,გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე. გავაკეთეთ საავტორო უფლეებების ტესტი. დავიწყეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნა.
ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ვისაუბრეთ ტრენინგზე.ტრენერმა გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები. მან ასევე ისაუბრა ტრენინგის მიზნებზე. შევქმენით პორთფოლიოსთვის საქაღალდეები. შევქმენით ბლოგიც.ტრენერმა ჩაგვიტარა გამოკითხვა, თუ რა უნარ-ჩვევები მოეთხოვება 21-ე საუკუნის ადამიანს. შემდეგ გავეცანით ერთმანეთის აზრებს საზიარო დაფაზე. ტრენინგის პირველი დღით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ტრენერით.
ტრენინგის მეექვსე დღეს დავაბოლოეთ მოსწავლის ნიმუშები.ვიმუშავეთ პრეზენტაციის რუბრიკაზე და გავუკეთეთ მოდიფიცირება. განვიხილეთ ანალიტიკური, ჰოლისტური ,ზოგადი და კონკრეტული შეფასების სქემები. დაწვრილებით ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე. ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს. შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ტრენინგის მეექვსე დღე სწრაფად და ნაყოფიერად დავამთავრეთ.
Comments
Post a Comment