Posts

Showing posts from July, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს ავტვირთეთ პორტფოლიო. დავათვალიერეთ ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა, რომელიც შევასრულეთ ტრენინგის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ და ხარვეზები გავასწორეთ. ტრენერმა კიდევ ერთხელ გადაგვათვალიერებინა შეფასების რუბრიკა მაქსიმალური ქულა 44-ია ბარიერის გადალახვა 30-ია . ტრენერს უდიდესი მადლობა გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო და შეაფასოთ.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე:    განვიხილეთ: ისტ-ის სტანდარტი ესგ-დან.რესურსები/ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები, მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი.ფასილიტაციის რესურსის შექმნა.სასწავლო პროცედურებისდასრულება.პროექტის დასასწყისისთვის googleforms- ებში გამოკითხვის ჩატარება და იდეების გენერირებისთვის PADLET.COM-ის გამოყენება.         ტრენინგის მერვე დღემაც შედეგიანად ჩაიარა.

გონებრივი იერიშის გვერდი

Image

გამოკითხვა პროექტისთვის

გთხოვთ, შეავსოთ ჩემ მიერ გამოგზავნილი კითხვარი .

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს დავაბოლოეთ მოსწავლის ნიმუშები.ვიმუშავეთ პრეზენტაციის რუბრიკაზე და გავუკეთეთ მოდიფიცირება. განვიხილეთ ანალიტიკური, ჰოლისტური ,ზოგადი და კონკრეტული შეფასების სქემები. დაწვრილებით  ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიაზე,გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.  ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური  განსხვავებები სწავლის დროს.  შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.  ტრენინგის მეექვსე დღე სწრაფად და ნაყოფიერად  დავამთავრეთ.        

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე. ასევე გავეცანით სასწავლო პროცედურების გაწერას,გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე. გავაკეთეთ საავტორო უფლეებების ტესტი. დავიწყეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნა.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შეფასების მეთოდებს დავუკავშირეთ შეფასების ინსტრუმენტები.ვიმუშავეთ პროექტის  შეფასების მოკლე მონახაზზე,გავეცანით მეორე მოდულს, აქტივობა  3.  ასევე ვიმუშავეთ  პოვერპოინტის საპრეზენტაციო პროგრამაზე  . ვისწავლეთ, როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. ჩვენ მიერ ვიუვერში მოძიებული მასალა შევიტანეთ პორტფოლიოში.     ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე ტრენერი , როგორც ყოველთვის დღესაც თავდაუზოგავად გვესწავლიდა.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად, სადაც ტრენერმა დეტალურად ისაუბრა განმავითარებელ და განსამზღვრელ შეფასებებზე.განვიხილეთ  შეფასების მეთოდები , ინსტრუმენტები.     ტრენერი მთელი ტრენინგის განმავლობაში თავს არ ზოგავდა ჩვენი გათვითცნობიერებისთვის.
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ:   მოდული 2:სასწავლო პროექტის დაგეგმვა.     ტრენერმა ისაუბრა სტანდარტის განსაზღვრაზე სასწავლო პროექტისთვის,მიზნების შემუშავებაზე, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,  კერძოდ:  ზოგად, თემატურ და შინაარსობრივზე.       დავსვი შემდეგი ზოგადი კითხვა: მზად ხარ?  თემატური: სად მდებარეობს საინგილო? რა ვიცით კუთხეების შესახებ? შინაარსობრივი : რატომ ეწოდება საინგილო?რა ენაზე საუბრობენ?       პროექტზე  მუშაობისას მწყობრიდან გამოვიდა კომპიუტერული სისტემა, რის გამოც ტრენერმა გააგრძელა ტრენინგი სიტყვიერათ და გვესაუბრა განახლებული ბლუმის ტაქსონომიაზე.