Posts

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შეფასების მეთოდებს დავუკავშირეთ შეფასების ინსტრუმენტები.ვიმუშავეთ პროექტის  შეფასების მოკლე მონახაზზე,გავეცანით მეორე მოდულს, აქტივობა  3.  ასევე ვიმუშავეთ  პოვერპოინტის საპრეზენტაციო პროგრამაზე  . ვისწავლეთ, როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. ჩვენ მიერ ვიუვერში მოძიებული მასალა შევიტანეთ პორტფოლიოში.     ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე ტრენერი , როგორც ყოველთვის დღესაც თავდაუზოგავად გვესწავლიდა.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად, სადაც ტრენერმა დეტალურად ისაუბრა განმავითარებელ და განსამზღვრელ შეფასებებზე.განვიხილეთ  შეფასების მეთოდები , ინსტრუმენტები.     ტრენერი მთელი ტრენინგის განმავლობაში თავს არ ზოგავდა ჩვენი გათვითცნობიერებისთვის.
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ:   მოდული 2:სასწავლო პროექტის დაგეგმვა.     ტრენერმა ისაუბრა სტანდარტის განსაზღვრაზე სასწავლო პროექტისთვის,მიზნების შემუშავებაზე, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,  კერძოდ:  ზოგად, თემატურ და შინაარსობრივზე.       დავსვი შემდეგი ზოგადი კითხვა: მზად ხარ?  თემატური: სად მდებარეობს საინგილო? რა ვიცით კუთხეების შესახებ? შინაარსობრივი : რატომ ეწოდება საინგილო?რა ენაზე საუბრობენ?       პროექტზე  მუშაობისას მწყობრიდან გამოვიდა კომპიუტერული სისტემა, რის გამოც ტრენერმა გააგრძელა ტრენინგი სიტყვიერათ და გვესაუბრა განახლებული ბლუმის ტაქსონომიაზე.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს  გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას. განვიხილეთ გეგმის შაბლონი. დავათვალიერეთ პროექტები,  კერძოდ: ვარსკვლავების შესწავლა და  კონკია. ასევე  შევადარეთ გაკვეთილი პროექტს. გავეცანით ეფექტური პროექტის შექმნასაც. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და თავადაც დავიწყეთპროექტის შექმნაზე მუშაობა.      გადავწყვიტე ,რომ გავაკეთო პროექტი "საინგილო  ჩვენი ტკივილი". ჩამოვტვირთეთ სურათი, მივუთითეთ პროექტის სათაური, ჩვენი ელ. ფოსტა.       ამ ყველაფრის შექმნაში მომეხმარა ტრენერი ნინო კოკილაშვილი, რომელიც თავს არ ზოგავს ჩვენი წინ წასვლისთვის.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ვისაუბრეთ ტრენინგზე.ტრენერმა გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები. მან ასევე ისაუბრა ტრენინგის მიზნებზე. შევქმენით პორთფოლიოსთვის საქაღალდეები. შევქმენით ბლოგიც.ტრენერმა ჩაგვიტარა გამოკითხვა, თუ რა უნარ-ჩვევები მოეთხოვება 21-ე საუკუნის ადამიანს. შემდეგ გავეცანით ერთმანეთის აზრებს საზიარო დაფაზე.     ტრენინგის პირველი დღით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ტრენერით.