ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას. განვიხილეთ გეგმის შაბლონი. დავათვალიერეთ პროექტები, კერძოდ: ვარსკვლავების შესწავლა და კონკია. ასევე შევადარეთ გაკვეთილი პროექტს. გავეცანით ეფექტური პროექტის შექმნასაც. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და თავადაც დავიწყეთპროექტის შექმნაზე მუშაობა. გადავწყვიტე ,რომ გავაკეთო პროექტი "საინგილო ჩვენი ტკივილი". ჩამოვტვირთეთ სურათი, მივუთითეთ პროექტის სათაური, ჩვენი ელ. ფოსტა. ამ ყველაფრის შექმნაში მომეხმარა ტრენერი ნინო კოკილაშვილი, რომელიც თავს არ ზოგავს ჩვენი წინ წასვლისთვის.